კომპანია ოფისლაინი გთავაზობთ, იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის საოფისე ნივთების ონლაინ შეძენას და უფასო მიტანის სერვისს, რათა დაზოგოთ დრო და ენერგია, რადგან თქვენთვის კომფორტის შექმნა ჩვენი საზრუნავია.


მომხმარებლების საყურადღებოდ:

• შეკვეთის მინიმალური ჯამური თანხა უნდა შეადგენდეს 50 ლარს (საბეჭდი ქაღალდის გარეშე)

• შეკვეთის განხორციელებისათვის საჭიროა საიტზე რეგისტრაცია, რამოდენიმე ველის შევსებით თქვენ გახდებით ჩვენი ავტორიზებული მომხმარებელი;

• რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ საქონლის ონლაინ შეძენის და ადგილზე უფასო მიტანის სერვისით;

• შეკვეთის დადასტურება მოგივათ ელ. ფოსტაზე, რაც ნიშნავს, რომ კომპანია მზად არის მოგაწოდოთ თქვენს მიერ შერჩეული პროდუქცია;

• შესაძლებლობა გექნებათ ჩვენს ვებ გვერდზე, თვალი ადევნოთ თქვენი შეკვეთის სტატუსს: მომზადების პროცესშია, გზაშია, მიწოდებულია;

• ჩვენს მომხმარებელს შუძლია მუდმივად აკონტროლოს თავისი ბალანსი, ჩვენს ვებ გვერდზე, სასურველი პერიოდის ჭრილში;

• ჩვენს ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია ნახოს თავისი შეკვეთების ისტორია, ასევე თავისთვის სასურველი პერიოდის ჭირლში;

• თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ყოველი მომდევნო შეკვეთა გაიმეოროთ, ღილაკზე დაჭერით: „შეკვეთის განმეორება“ და აღარ დაგჭირდებათ თქვენთვის საჭირო ნივთების ხელახლა მოძიება და შეკვეთა. ასევე გექნებათ საშუალება მოახდინოთ განმეორებული შეკვეთის კორექტირება (რაოდენობის შეცვლა, თქვენთვის არასაჭირო პროდუქციის ამოღება, ახლის ჩამატება და ა.შ.).


მიწოდების პირობები:

• შეკვეთის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე;

• 16:00 საათამდე გაკეთებული შეკვეთის მიწოდება მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს;

• 16:00 საათის შემდეგ გაფორმებული შეკვეთის მიწოდება მოხდება 48 საათში;

• 100 ლარს ზემოთ შეკვეთის მიწოდება თბილისის ტერიტორიაზე უფასოა;

• 100 ლარზე ნაკლები შეკვეთის მიწოდების ღირებულება, შეადგენს 5 ლარს.


გადახდის ფორმა:

• ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ფორმით;

• ანგარიშსწორება სასურველია განხორციელდეს შეკვეთის გაფორმებისას.


აქციები და ფასდაკლებები:

• ადევნეთ თვალი ჩვენი კომპანიის მიერ გამოცხადებულ ფასდაკლებებს და აქციებს და მიიღეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია კიდევ უფრო იაფად.

ჩვენ შესახებ
  • OfficeLine – ახალგაზრდა, დინამიურად და განვითრებადი საკანცელარიო საქონლის, საოფისე ნივთების ონლაინ მაღაზიაა!

  • OfficeLine გთავაზობთ: საკანცელარიო ნივთების, სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის ფართო არჩევანს, ასევე მისაღებ ფასებს, ადგილზე მიტანის კომფორტულ-მოქნილ სერვისს. ჩვენ არ ვჩერდებით მიღწეულ შედეგებზე, ყოველ დღე ვდგამთ ახალ ნაბიჯებს მომსახურების სერვისების სრულყოფისკენ. ჩვენ ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს, რათა თქვენთვის საჭირო პროდუქტის შერჩევა - შეძენა საკანცელარიო ნივთების ონლაინ მაღაზია -ში გავხადოთ მარტივი და კომფორტული.

  • OfficeLine - თქვენი კომფორტი ჩვენი საზრუნავია!

რას გთავაზობთ